მთაწმინდის პარკში დღეს ჩაისა და თაფლის ტრადიციული საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება,
სახელწოდებით „თბილისის ჩაის ფესტივალი“.
ფესტივალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი გახსნის.
მასში მონაწილეობას ჩაისა და თაფლის მწარმოებელი კომპანიები მიიღებენ.
ფესტივალის ორგანიზატორია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ჩაის მწარმოებელი ასოციაცია და მთაწმინდის პარკი.
ფესტივალი 11:00-დან 18:00-საათამდე გაიმართება.
