#სანდოთანამგზავრის ფარგლებში კიდევ ერთი ტესტირება გაიმართება
#სანდოთანამგზავრის ფარგლებში კიდევ ერთი ტესტირება გაიმართება
16:44 20.04.2018
დარეგისტრირებული მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების სრულ იმიტაციას 22 აპრილს გაივლიან. მოსწავლეები მათთვის სასურველ ორ საგნს ირჩევენ. ტესტირება საგამოცდო სისტემით ტარდება. ტესტირებისას გამოყენებული იქნება ახალი, სპეციალურად ამ პროექტისათვის შექმნილი დავალებები.
ტესტირება საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით ჩატარდება. მოსწავლეები გამოსაშვები გამოცდების იმიტაციაში მონაწილეობას სრულიად უფასოდ იღებენ.
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მხარდაჭერით პერიოდულად იმართება ტესტირება ზოგად უნარებშიც, ასევე აბიტურიენტთა ხელშეწყობის მიზნით, ყოველ ხუთშაბათს ცენტრი აქვეყნებს რუბრიკას „ზოგადი უნარები სოფო დოლიძესთან ერთად“. ყოველ ახალ ეპიზოდში ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელი ახალი ტიპის დავალებას განიხილავს და კონკრეტულ რეკომენდაციასაც აძლევს აპლიკანტებს.
#სანდოთანამგზავრი აბიტურიენტების, მათი მშობლების, სტუდენტების თხოვნებისა თუ მოლოდინების გათვალისწინებით შეიქმნა და რამდენიმე ქვეპროექტს აერთიანებს. დეტალური ინფორმაცია განთავსებულია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე www.naec.gov.ge




ბეჭდვა