„აგარის შაქრის“ ქარხნის თანამშრომლები ორდღიანი მსვლელობის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან
შეიკრიბნენ. მათ აგარიდან თბილისამდე 110 კილომეტრი ფეხით გაიარეს.
აქციის მონაწილეები ქარხნის ამუშავებასა და ამ პროცესში მთავრობის ჩართვას მოითხოვენ.
„შიმშილის წინაშე ვდგავართ, აგარაში ჯერ ქარხანა დაარსდა და შემდეგ მის გარშემო მოსახლეობა. მონობას ვითხოვთ, იმიტომ, რომ 300-400 ლარზეა საუბარი, 180 ლარიანი თანამშრომლებიც გვყავს. მონობას ვითხოვთ იმისთვის, რომ უბრალოდ ვიარსებოთ,“-განაცხადა „აგარის“ ქარხნის ყოფილმა თანამშრომელმა.
შეგახსენებთ, რომ „აგარის შაქრის“ ქარხანა ექვს თვეზე მეტია გაჩერებულია. ქარხნის მფლობელების განცხადებით, მათ მიერ წარმოებული მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, უცხოურ დაბალხარისხიან პროდუქციას ფასების გამო კონკურენციას ვერ უწევს, რის გამოც წარმოება შეაჩერეს.
