139-ე სკოლის დირექტორს პედაგოგები და მშობლები უპირისპირდებიან
139-ე სკოლის დირექტორს პედაგოგები და მშობლები უპირისპირდებიან
10:49 20.04.2018
თბილისის 139-ე სკოლის დირექტორს, ნათია ფხალაძეს სამსახურიდან გათავისუფლებული პედაგოგები და მშობლები უპირისპირდებიან.
მათი მოთხოვნა დირექტორის პოსტიდან გადადგომაა.
საპროტესტო აქციაზე ისინი დილიდან სკოლასთან იკრიბებიან.
როგორც ერთ-ერთი პედაგოგი აცხადებს, ფხალაძემ რამდენიმე მასწავლებელი განსხვავებული აზრის გამო გამოარჩია.
„ქალბატონი ნათიასგან რამდენიმე პედაგოგი გამოვირჩევით იმიტომ , რომ ჩვენ გვაქს განსხვავებული აზრი, ჩვენ ვამხილეთ ქალბატონი ნათია გარკვეულწილ გადაცდომებში.
7 თვეა ეს საკითხი განათლების სამინისტროში განხილვაშია. ქალბატონ ნათიას დაუდასტურდა ყველა გადაცდომა, რაშიც ვამხილეთ და ამის გამო მან დაიწყო ჩვენი დისკრიმინაცია. მე მოვითხოვ სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ საკითხში“- განაცხადა პედაგოგმა, ლელა მაზმიშვილმა.
კიდევ ერთი პედაგოგის თქმით კი, ის პოლტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს.
„მე ვარ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი, მქონდა რამდენიმე მეგობრული რჩევა, რომ არ უნდა მეაქტიურა, თორემ პრობლემები შემექმნებოდა“- ამბობს ნინო ხოხობაშვილი.

ბეჭდვა