საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტყიბულელ მეშახტეებს შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა შრომის უსაფრთხოება იყო. მეშახტეებმა ირაკლი კობახიძეს საკუთარი პრობლემები გააცნეს.
შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომლის განსახორციელებლად პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს.
შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და პარლამენტის წევრები: აკაკი ზოიძე, ელგუჯა გოცირიძე, კახა ოქრიაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი ესწრებოდნენ.
