მარტის დასაწყისი საქართველოში ნალექიანი იქნება
მარტის დასაწყისი საქართველოში ნალექიანი იქნება
10:52 28.02.2012
რამდენიმე დღიანი თბილი ამინდების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 1 მარტიდან ტემპერატურა დაიკლებს.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ხვალ, დღის განმავლობაში ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი, რომელიც 6 მარტამდე გაგრძელდება. ცალკეულ დღეებში მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, დღეს ნალექი მხოლოდ მთიან და მაღალმთიან რაიონებშია. დაბლობში კი - ტემპერატურა მოიმატებს.
აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურის კლება 1 მარტიდან დაიწყება. ზოგიერთ რაიონში ითოვებს. მაღალმთიან რაიონებში ქარბუქია მოსალოდნელი.
სინოპტიკოსების თქმით, არამდგრადი ამინდები უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში შენარჩუნდება.



ბეჭდვა