საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოპერის სოლისტი ცისანა ტატიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა.
სააკაშვილმა ორდერი ცისანა ტატიშვილს ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ასევე ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის გადასცა.
მან პრეზიდენტის სასახლეში შეკრებილ ხელოვანებს ცისანა ტატიშვილის დამსახურებაზე ესაუბრა და ყურადღება მის განსაკუთრებულ ნიჭზე გაამახვილა.
