გიორგი გაბრიელაშვილი ID ბარათის მიღების მსურველ სტუდენტებს შეხვდება
გიორგი გაბრიელაშვილი ID ბარათის მიღების მსურველ სტუდენტებს შეხვდება
18:21 13.07.2012
ბათუმის იუსტიციის სახლში ხვალ სამოქალაქო რეეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი გაბრიელაშვილი ID ბარათის მიღების მსურველ სტუდენტებს შეხვდება.
როგორც „ნიუსპრესს“ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს პრეს-სამსახურიდან აცნობეს, გაბრიელაშვილი ID ბარათზე განაცხადების მიღების პროცედურასაც დაესწრება.
ხვალვე, სამოქალაქო რეეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი გაბრიელაშვილი სტუდენტური ბარათების გაცემის სტატისტიკასა და ბარათით საშეღავათო პირობებით სარგებლობასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.


ბეჭდვა