საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ისრაელში ოფიციალური ვიზიტის დროს ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ პროფკავშირებიდან აცნობეს, პერესი საქართველოში არსებული მდგომარეობით და წინასაარჩევნო პროცესებით დაინტერესდა.
შეხვედრაზე ისრაელის პირველმა პირმა საქართველოს პროფკავშირების მდგომარეობისა და ამოცანების მიმართ დიდი ინტერესი გამოხატა. მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის შესაძლო გზებიც განიხილეს.
