გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა
15:29 29.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.
შეხვედრაზე მხარეებმა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე იმსჯელეს. ასევე აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული. დამონტაჟდება მონიტორინგის სისტემები და შედეგების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები.



ბეჭდვა