გარდაბნის სარწყავი სიტემის რეაბილიტაცია დასრულდა
გარდაბნის სარწყავი სიტემის რეაბილიტაცია დასრულდა
13:44 29.03.2018
გარდაბნის მუნიციპალიტეტში რწყვის რეჟიმის გაუმჯობესების მიზნით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 9 კმ სიგრძის სარწყავ არხს, დამონტაჟდა ახალი მილხიდები, წყალგამშვები ფარები და გამანაწილებელი კვანძები. არხის ფერდებსა და ძირზე მოეწყო რკინა-ბეტონის მონოლითური ფილები.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად წყლის მიწოდება გაუმჯობესდა 900 ჰექტარ მიწის ფართობზე. აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობით სარგებლობენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლები - ვახტანგისი, ჯანდარა და ნაზარლო.
პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა.


ბეჭდვა