ტურისტთა ჯგუფი ნაპოვნია
ტურისტთა ჯგუფი ნაპოვნია
10:35 13.07.2012
ჩხოროწყუს რაიონში დაკარგულ ტურისტთა 18 კაციანი ჯგუფი ნაპოვნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუციების სამსახურის წარმომადგენეთა განცხადებით, ჯგუფის წევრების ძებნა ვერტმფრენის საშუალებით მიმდინარეობდა, სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო დაბა ხაიშის პოლიცია.

სამსახურის ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონში, მუგელას ხეობიდან ტურისტული ჯგუფი სვანეთში გეგმავდა გადასვლას, თუმცა, ახლობების ინფორმაციით, მათთან სატელეფონო კავშირი ბოლო 5 დღე ვერ მყარდებოდა.

ამ დროისთვის ჯგუფის ყველა წევრი ნაპოვნია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ბეჭდვა