იუსტიციის სამინისტროში დღეს საჯარო სამსახურის ინოვაციების კვლევის პროექტის მონაწილეებთან გასაუბრება გაიმართება.
როგორც „ნიუსრპესს“ იუსტიციის სამინიტროდან აცნობეს, კონკურსის დასკვნით ეტაპზე ათი საუკეთესო შეირჩევა, რომლებიც სამინისტროში ორი თვის განმავლობაში იმუშავებენ და საჯარო სამსახურში დანერგილ მათთვის საინტერესო სიახლეებს შეისწავლიან.
საჯარო სამსახურში ინოვაციების კვლევის კონკურსი იუსტიციის სამინისტრომ 7 ივნისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობა ბიზნესის ადმინისტრირების ან საჯარო მართვის ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის და მაგისტრატურის სტუდენტებს შეეძლოთ.
