ეროვნულ გალერეაში დღეს გამოფენა - „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა“ გაიხსნება
ეროვნულ გალერეაში დღეს გამოფენა - „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა“ გაიხსნება
09:26 13.07.2012
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში დღეს, გამოფენა „პეტრე ოცხელი - რეტროსპექტივა“ გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული მუზეუმიდან აცნობეს, გამოფენა პეტრე ოცხელის დაბადებიდან 105 წლის იუბილეს ეძღვნება და ექსპოზიციაზე წარდგენილი იქნება მის მიერ გაფორმებული სპექტაკლების დეკორაციებისა და კოსტიუმების 200-მდე ესკიზი, დაზგური ფერწერის ნიმუშები, აგრეთვე ფოტოები და უნიკალური დოკუმენტები საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მუზეუმის კოლექციებიდან.
გამოფენა ეროვნულ გალერეაში დღეს გაიხსნება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ბეჭდვა