წიგნის „ათასად კაცი დაფასდა... გოცირიძეები“ პრეზანტაცია დღეს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.
პრეზენტაციის ორგანიზატორია საგვარეულო ასოციაცია „გოცირიძეები 1999“. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს.
წიგნში გადმოცემულია რაჭის საერისთავოს ისტორია და ამ საერისთავოში შემავალი გოცირიძეების საგვარეულოს წარმომავლობისა და გავრცელების გეოგრაფია სრულიად საქართველოში.
წიგნი ორი ნაწილისაგან შედგება და ისტორიულ ფაქტებთან ერთად მოიცავს XX-XXI საუკუნეებში მცხოვრები გოცირიძეების შესახებ ინფორმაციას.
წიგნში, ასევე, ასახულია ცალკეული ოჯახების გენეალოგია და ბიოგრაფია, რაც „გოცირიძეები 1999“ მიერ მოძიებულ საარქივო დოკუმენტურ მასალასა და ოჯახებში შეკრებილ ბიოგრაფიულ მონაცემებს ეყრდნობა.
