საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუბენ სადოიანი ეწვია.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასა და მოსახლეობასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, ელჩი - რუბენ სლდოიანი მუნიციპალიტეტში არსებული სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა.
შეხვედრას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიანი, მოადგილე კონსტანტინ ვარდანიანი, საკრებულოს დეპუტატები, მუნიციპალიტეტის მერი - ანი მოსოიანი, მოადგილეები-ალექსანდრე მიქელაძე, არტავაზდ ტონოიანი და თანამდებობის სხვა პირებიც ესწრებოდნენ.
