თსუ-ში დღეს საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება
თსუ-ში დღეს საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის ცერემონიალი გაიმართება
09:39 26.03.2018
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს საპატიო დოქტორის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართება.
უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის დიპლომები გადაეცემათ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის (იტალია)უნივერსიტეტის პრეზიდენტს, პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯის და ბოლონიის (იტალია)უნივერსიტეტის პროფესორს ანა სონჩინის.

საზეიმო ცერემონიალის შემდეგ იუსტუს-ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის პრეზიდენტი პროფ. დოქ. ჯობრატო მუქერჯი წაიკითხავს საჯარო ლექციას "ევროპული იდეა და უმაღლესი განათლების როლი იუსტუს - ლიბიგის სახელობის გისენის უნივერსიტეტის მაგალითზე". პროფესორი ანა სონჩინი კი წაიკითხავს საჯარო ლექციას "მწერლების ევროპა".

ღონისძიება 11:30 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა