არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ
არასამთავრობო ორგანიზაციები კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ
18:09 12.07.2012
არასამთავრობო ორგანიზაციები - „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“ და „საზოგადოებრივი დამცველი“ საქართველოს  კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

როგორც „ნიუსპრესს“ არასამთავრობოებმა აცნობეს, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა არჩევნებში მონაწილეობას ეხება, პარლამენტმა კანონისა და პროცედურების მოთხოვნათა იგნორირებით მიიღო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხვალ, 14:00 საათზე „არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრი“ და „საზოგადოებრივი დამცველის“ წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.

საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს.

ბეჭდვა