გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა
17:24 23.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ინტენსიური ნალექების შედეგად ზვავსაშიშროებაა, რის გამოც, 23 მარტის 17:10 სთ-დან 20:00 სთ-მდე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.
აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ბეჭდვა