გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სამცხე-ჯავახეთის თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა
11:46 23.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც მხარის გუბერნატორთან აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის დარგში არსებული გამოწვევები და გადაჭრის გზები განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის 2018 წელს დაგეგმილ ღონისძიებებზე, აღინიშნა, რომ პროცესში სამინისტროს ყველა უწყება თვითმმართველობებთან და სამხარეო ადმინისტრაციასთან ერთად კოორდინირებულად იქნება ჩართული. დამონტაჟდება მონიტორინგის სიტემები და შედეგების მიხედვით დაიგეგმება ღონისძიებები.





ბეჭდვა