მესტიის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
მესტიის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
10:28 23.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ (ლაჯურღულა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე, წუხელ, ინტენსიური ქვისცვენის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ბეჭდვა