არჩილ ტატუნაშვილს დღეს დაკრძალავენ
არჩილ ტატუნაშვილს დღეს დაკრძალავენ
17:00 23.03.2018
ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ტატუნაშვილის დაკრძალვა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მოხდება.
წილკანში ტატუნაშილის ოჯახში სამძიმარზე პოლიტიკური და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.
ახლობლებს ასევე მიუსამძიმრა გიგა ოთხოზორიას ოჯახმა.
შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალში 23 თებერვალს მოკლეს. ის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ გადმოავენეს.


ბეჭდვა