ქვისცვენის გამო მესტიის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა
ქვისცვენის გამო მესტიის მიმართულებით მოძრაობა აიკრძალა
00:06 23.03.2018
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ში (ლაჯურღულა) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ინფორმაციითვე, აკრძალვის მიზეზი ინტენსიური ქვისცვენა გახდა.

ბეჭდვა