ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია
ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე მოძრაობა თავისუფალია
17:54 22.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილი (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 106-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, მიმდინარე წლის 22 მარტს დილას, დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოვიდა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.

ბეჭდვა