საქართველოში სტივენ იანგი შვიდდღიან ფსიქოთერაპიულ კურსსა და მასტერკლასს ჩაატარებს
საქართველოში სტივენ იანგი შვიდდღიან ფსიქოთერაპიულ კურსსა და მასტერკლასს ჩაატარებს
17:17 12.07.2012
მსოფლიო დონის ექსპერტი, ცნობილი ფსიქოთერაპევტი სტივენ იანგი საქართველოში შვიდდღიან ფსიქოთერაპიულ კურსსა და მასტერკლასს ჩაატარებს.

ტრენინგი თემაზე - „ვირჯინია სატირის სისტემური ოჯახური ფსიქოთერაპია” 16 – 22 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, სტივენ იანგი საქართველოში კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის მოწვევით ჩამოდის.

სტივენ იანგის 40 წელზე მეტი ხნის სამუშაო გამოცდილება აქვს, რომელიც მუშაობს ისეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორიცაა ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და სხვა სახის დამოკიდებულებები.

ბეჭდვა