რუსეთის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში იმ ადგილებში გაიმართება, სადაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩერქეზთა
გენოციდი და მასობრივი იძულებითი დეპორტაცია განხორციელდა.
ეს საკითხი დღეს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართულ საერთაშორისო სამეცნიერო სიპოზიუმზე - „სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო“ განიხილეს.
როგორც ჩერქეზული კულტურის ცენტრის დირექტორმა, თსუ-ს პროფესორმა მერაბ ჩუხუამ განაცხადა, 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძლად სოჭის გამოცხადება ერთგვარი კატალიზატორი გახდა მთელ მსოფლიოში მიმოფანტული ჩერქეზული დიასპორებისთვის.
„ოლიმპიური თამაშების ჩატარებას იმ ადგილებში გეგმავენ, სადაც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში ჩერქეზთა გენოციდი და მასობრივი იძულებითი დეპორტაცია განხორციელდა. ამ ადგილებში მრავლად ფიქსირდება გენოციდის მსხვერპლთა საფლავები და მნიშვნელოვანი არქეოლოგიური თუ კულტურული ძეგლები“ - განაცხადა ჩუხუამ.
საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს ეკოსისტემისთვის, კერძოდ ოკუპირებული აფხაზეთისთვის მიყენებულ ზიანზე ისაუბრა.
„ჩვენ ერთობლივი ძალით საერთაშორისო ოლიმპიურ მოძრაობას მივაწვდით მძლავრ აზრს იმისთვის, რომ მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა. ოლიმპიადისთვის მზადებამ და წინასწარი სამშენებლო სამუშაოების წარმოებამ ინერტული სამშენებლო მასალების ამოღებით უკვე მიაყენა ოკუპირებული აფხაზეთის ეკოსისტემას გამოუსწორებელი ზიანი“ - აღნიშნა მან.
სიმპოზიუმი 13 ივლისს დაუხრება. სიმპოზიუმის ორგანიზატორები არიან თსუ და ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრი.
