ისნის რაიონში, ყოფილის სამხედრო ჰოსპიტლის შენობაში, მაცხოვრებლემა აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები "თელასისგან" მრიცხველების დაყენებას მოითხოვენ.
მათივე თქმით, ხუთშაბათამდე 13000 ლარის დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში, მათ ელექტროენერგიას გაუთიშავენ.
შეკრებილებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ იქ მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. ინციდენტის დროს ერთი ქალბატონი დაშავდა.
"სოციალურად დაუცველებს სახელმწიფო სამ დღეში 33 000 ლარის გადახდას სთხოვს. ვითხოვსთ ოფიციალრ გამრიცხველიანებას და არა მოპარულ ელექტროენერგიას"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.
