თბილისის საკრებულოში დღეს ქალაქ თბილისსა და ქალაქ მინსკს შორის 2018-2020 წლების თანამშრომლობის პროგრამის
ხელმოწერის ცერემონია გაიმართება. დოკუმენტს ხელს მოაწერენ თბილისის მერი კახა კალაძე და მინსკის საქალაქო აღმასკომის თავმჯდომარე ანდრეი შორეცი.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დოკუმენტი ითვალისწინებს პარტნიორობის განვითარებას ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, ტრანსპორტისა და საბინაო-კომუნალურ სფეროებში.
ხელმოწერის ცერემონია 17:00 საათზე გაიმართება.
