კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის განცხადებით, კომუნიკაციების
ეროვნულ კომისიას ახალი ფუნქცია დაეკისრა - ესაა მედიაწიგნიერების ფუნქცია.
ამის შესახებ ბექაურმა გადაცემა „იმედის კვირის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ბევრ ევროპულ ქვეყანას კარგი გამოცდილება აქვს და კომისია სწორედ ამ ქვეყნებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარებით, განახორციელებს ამ ძალიან საჭირო და მნიშვნელოვან საკითხს.
„თანამედროვე ეპოქაში მოხმარებლის ქცევა იცვლება, აღარ ხდება მხოლოდ სახლში მედიაკონტენტის მოხმარება. მომხამრებელი უკვე ნებისმიერ დროს მოიხმარს მედია პროდუქტებს, მოძრაობისას, მანქანაში, ქუჩაში, შესაბამისად დიდი გამოწვევაა, რომ მედია კარგად გადაეწყოს ამ ახალ რეალობაზე. მეორე პრობლემა ხარისხია, ანუ ბაზარზე კვალიფიციური ადამინებია საჭირო, რომ კარგი პროდუქტები შეიქმნას. კომისიას ეს ორი გამოწვევა კარგად ესმის. ჩვენ დეკემბერში ახალი საკანონდებლო ცვლილებების ინიცირებით გამოვედით და ამ საკითხს პირველად თქვენს ეთერში ვამბობ - კომუნიკაციების კომისიას ახალი ფუნქცია დაემატა, ეს არის მედია წიგნიერების ფუნქცია. შესაბამისად, ჩვენ აქტიურად ვმუშაბოთ ამ მიმართულებით. ეს პროცესი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში უკვე დაწყებულია და კარგი გამოცდილება არსებობს, რომელსაც ვიზიარებთ. მედია წიგნიერება სამი ძირითადი მიმართულებით განვითრებას და მუშობას გულისხმობს. ჩვენ ვაპირებთ, რომ შევქმანთ პლათფორმა, დავაფუძნოთ იურიდიული პირი და მედია კონკტენტის მწარმოებლებს, ესენი არიან ჟურნალისტები, პროდიუსერები, მენეჯერები, მათთვის შევქმანთ სამთვიანი ან ექვსთვიანი კურსები, სადაც მულტიმედიური კონტენტის წარმოების ცოდნისა და კვლაიფიკაციის ამაღლებაში მივეხამრებით. გავაკეთებთ რამდენიმე კარგ კურსს, ჩამოვიყვანთ მაღალი დონის და კვალიფიკაციის უცხოელ ექპსერტებს, რამდენიმე მათგანთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებული გვაქვს. მეორე ნაწილი ეს არის მედია კრიტიკის განვითარება, რომელიც თავად ჟურნალისტებსა და პროდიუსერებს შეუწყობს ხელს და მეორეს მხრივ, მომხარებლებისთვის იქნება გარკვეული გზამკვლევი, ამიტომ მედიაკრიტიკის განვითარება გვინდა ბაზარზე. მესამე კომპონენტი არის მომხარებელი. ამ ცვალებად და მრავალფეროვან გარემოში თავად ჟურნალისტებსაც კი უჭირთ გაარჩიონ რომელია ფეიკ-ნიუსი, რომელია სიმართლე, რომელია პროპაგანდა - არა თუ მომხარებელს. ამიტომ ჩვენ სამომხმარებლო ჯგუფებს დავეხმარებით ამის გარჩევაში. ამ მიმართულებითაც გარკვეული გამოცდილება უკვე არსებობს და ვფიქრობთ, რომ ჩამოვიყვანოთ ადამიანები, რომლებსაც წარმატებული პროექტები აქვთ გაკეთებული. გვინდა მომხარებელს მივცეთ ცოდნა, რომ გაარჩიონ ხარისხიანი და უხარისხო ახალი ამბავი“. - განაცხადა „იმედის კვირაში“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ.
