„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს
და აკეთებენ გუდაურში დაზარალებულების სწრაფი გამოჯანმრთელებისთვის“ - ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს „მედიქლაბში“ განუცხადა, სადაც გუდაურის საბაგიროზე დაშავებული ორსული ქალბატონი მოინახულა.
„მოვინახულეთ შვედი ქალბატონი, ის არის კონტაქტური, არის კარგ ხასიათზე. ჩვენ ძალიან დეტალურად დავილაპარაკეთ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ქალბატონი წუხს, რომ ასეთი ფაქტი მოხდა, თუმცა, ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი, კეთდება. იგი მადლიერია მისდამი გამოჩენილი ყურადღებისთვის და მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ღუდუშაურის კლინიკისა და „მედიქლაბის“ ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა მალე გამოსწორებულიყო “ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
