„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ კონკურსის შედეგები გამოქვეყნა
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ კონკურსის შედეგები გამოქვეყნა
13:31 12.07.2012
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ გამოცხადებული კონკურსის შედეგები გამოაქვეყნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მონაცემები საზოგადოების აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი ბაქრაძემ და მენეჯერმა ლალი კალანდაძემ იუსტიციის მინისტრის მოადგილესთან გიორგი ვაშაძესთან ერთად დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე შეაჯამეს.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელმა საზოგადოებამ“ მუშაობაში ჩართვის მსურველთათვის კონკურსი 15 მაისს გამოცხადა.
კონკურსის ფარგლებში 1500-მდე განაცხადი შევიდა. კონკურსანტებმა რამდენიმეეტაპიანი შერჩევა გაიარეს. მათ უნარ-ჩვევებში ტესტები ჩააბარეს, ხოლო მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებს გასაუბრება ჩაუტარდათ.
პირველ ეტაპზე შეირჩა ასი გამარჯვებული კონკურსანტი და 50 სოფელი, სადაც ისინი დასაქმდებიან. დანარჩენი 500 კანდიდატის ვინაობა კი, რომლებიც „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ ცენტრებს 250 სოფელში მოაწყობენ, ორ კვირაში გახდება ცნობილი. სულ პროექტის ფარგლებში, 300 სოფელში 600 ადამიანი დასაქმდება.
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ წარმომადგენელთა განცხადებით, გამარჯვებულ აპლიკანტებს საშუალება აქვთ უსასყიდლო ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში ისარგებლონ. მათ კომპიუტერი უფასოდ გადაეცემათ. სპეციალური ტრეინინგისა და სტაჟირების გავლის შემდეგ კი, გამარჯვებული კონკურსანტები თავიანთ სოფლებში დასაქმდებიან და თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან.

ბეჭდვა