დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპანია „დოპელმაიერი“ ხვალ დილით საქართველოში იქნება
დიმიტრი ქუმსიშვილი: კომპანია „დოპელმაიერი“ ხვალ დილით საქართველოში იქნება
16:40 16.03.2018
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გუდაურში საბაგიროს ავარიულ დაშვებასთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ამასთან ერთად, უკვე მოხდა დაკავშირება კომპანია „დოპელმაიერთან“, რომელიც აღნიშნული საბაგიროს მწარმოებელია.
„ისინი დღეს 5-საათიანი რეისით უკვე მოფრინავენ, ხვალ დილით აქ იქნებიან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, შესაბამისად, მათი ექსპერტებიც ჩაერთვებიან ამ ინციდენტის სრულფასოვნად გამოძიებაში“ - განაცხადა დიმიტრი ქუმისშვილმა.

ბეჭდვა