დევნილთა სამინისტრომ 40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადასცა
დევნილთა სამინისტრომ 40 დევნილ ოჯახს ვაზიანში ბინები გადასცა
10:56 16.03.2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ვაზიანში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა 40 დევნილ ოჯახს გადასცა.

დევნილ ოჯახებს ბინების გასაღებები დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ გოგი ფაცაციამ გადასცა და ახალმოსახლეობა მიულოცა.

ვაზიანში, სამინისტროს მიერ აშენებულ 5-სართულიან კორპუსში არსებული 40 ბინიდან 15-ერთოთახიანია, 15-ოროთახიანი, 10 კი სამოთახიანი. საცხოვრებელი ფართები, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს მასშტაბით, საცხოვრებელი ფართის მესაკუთრე 17 ათასამდე დევნილი ოჯახი გახდა.


ბეჭდვა