მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაც უერთდება
 მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაც უერთდება
15:50 15.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო ღონისძიებას უერთდება.
აღსანიშნავია, რომ 15 მარტი მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მომუშავე სახლმწიფო უწყებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაა.
მომხმარებლების უსაფრთხო პროდუქტით უზრუნველსაყოფად, აუცილებელია დროული და ხარისხიანი ლაბორატორიული ანალიზის ჩატარება. ამისათვის, უწყვეტად მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სადიაგნოსტიკო მეთოდების დანერგვა და არსებული მეთოდების სრულყოფა. ლაბორატორია აკრედიტირებულია საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით. ლაბორატორიული სერვისი მოიცავს ცხოველთა, მცენარეთა დაავადებების დიაგნოსტირებასა და სურსათის კვლევას.
ამჟამად, ლაბორატორიის ქსელი მოიცავს საქართველოს ყველა რეგიონს და მზად არის დროულად ჩაერთოს დაავადების საპრევენციო ღონისძიებებში.
ლაბორატორია საერთაშორისო დონის კვლევის მეთოდებით, თანამედროვე მატერიალური-ტექნიკური ბაზითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით ახორციელებს დიაგნოსტიკას ბიოუსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით.
შეგახსენებთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ოფიციალურად აღინიშნება 1983 წლის 15 მარტიდან, თუმცა მისი ისტორია 1962 წლიდან იწყება და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯონ კენედის სიტყვით გამოსვლას უკავშირდება. კონგრესში გამოსვლისას მან ჩამოაყალიბა მომხმარებლთა 4 ძირითადი უფლება:
- უსაფრთხოებისა და უსაფრთხო პროდუქტების უფლება;
- ამომწურავი ინფორმაციის მიღების უფლება;
- თავისუფალი არჩევანის უფლება;
- უფლება, მოუსმინონ მათ.





ბეჭდვა