ზუგდიდში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
ზუგდიდში სკოლის მოსწავლე დაჭრეს
17:41 14.03.2018
ზუგდიდში პირველი საჯაროს სკოლის მოსწავლე დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტს წინ შელაპარაკება უძღოდა.
დაშავებული ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის განცხადებით, პაციენტი გულ-მკერდის არეშია დაჭრილი.
„შოკის დარბაზში შემოყვანილ იქნა მოზარდი, რომელსაც გულ-მკერდის მარჯვენა ნახევარში მიყენებული აქვს ჭრილობა ბასრი საგნით. პაციენტის მდგომარეობა ამჟამად მძიმეა. პაციენტი გადაყვანლია საოპერაციო ბლოკში“- განაცხადა ექიმმა.

ბეჭდვა