ნიკოლოზ რურუა მარტვილს ეწვევა
ნიკოლოზ რურუა მარტვილს ეწვევა
10:22 12.07.2012
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დღეს სამეგრელოს ეწვევა.
მინისტრი მარტვილის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკას 53 დასახელების წიგნს, 3 კომპიუტერს და 3 პრინტერს, სკანერსა და ასლგადამღებს გადასცემს.
მინისტრი მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.
გარდა ამისა, ის ქორეოგრაფიულ ანსამბლს “კოლხიდას” ეროვნულ სასცენო სამოსს გადასცემს.
რურუას ინიციატივით, 1 აგვისტოდან, მარტვილის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლის ოცდაათივე პედაგოგი ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისს მიიღებს.



ბეჭდვა