საგამოცდო პროცესში დღეს მაგისტრობის კანდიდატები ჩაერთვებიან.
როგორც გამოცდების ეროვნული ცენტრში განაცხადეს, სამაგისტრო გამოცდები დღეს და ხვალ ჩატარდება.
წელს სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად 8 000 მსურველი დარეგისტრირდა.
გამოცდების პასუხები 24 ივლისს გახდება ცნობილი.
ერთიანი ეროვნული გამოცდების პროცესი საქართველოში 28 ივნისს დაიწყო და 19 ივლისს დარსულდება.
ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის თანახმად, აბიტურიენტები გამოცდას დღეს ფიზიკაში აბარებენ.
