საერთაშორისო სამეცნიერო სიპოზიუმი - „სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო“ დღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნება.
როგორც „ნიუსპრესს“ თსუ-დან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში საქართველოს მონაწილეები აშშ-დან, პოლონეთიდან, თურქეთიდან, იორდანიიდან და ჩრდილოკავკასიიდან ეწვევიან.
სიმპოზიუმის ორგანიზატორები საერთაშორისო ჩერქეზული საბჭო, ჩერქეზ ქალბატონთა საერთაშორისო ასოციაცია, ასევე, თსუ და ჩერქეზული კულტურის ცენტრია.
ღონისძიება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2012 წლის საკონფერენციო გრანტითაა დაფინანსებული. სიმპოზიუმი ხვალ დაიხურება.
