დედაქალაქის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 12:00 საათამდე ილორის და სარაჯიშვილის ქუჩებს, ხოლო 10-დან 16:00 საათამდე საირმის ქუჩას, ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას ჩიხის, ზაქარიაძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში შეზღუდვა გლდანის “ა” და II მიკრორაიონის, ხიზანიშვილის ქუჩას შეეხება.
ელექტროენერგია 10-დან 17 საათამდე ჭედიას, სარაჯიშვილის და ანდრონიკაშვილის ქუჩებს, წინამძღვრიშვილის, ჯავახიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებს, თელავის, ახმეტის, წინანდლის, აფანასიევის, არველაძის, შერვაშიძის, კაკაბეთის, მესხეთის, შორაპნის, პეტრე-პავლეს და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ენერგომომარაგება ამავე პერიოდში წინამძღვრიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებს, თემქის დასახლების IV კვარტლის, ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, სააკაძის და ერისთავის ქუჩებს, წინამძღვრიშვილის და ჭავჭავაძის ქუჩებს, ვაზისუბნის II და IIა მიკრორაიონების, მახათას, ფაღავას, გურჯაანის და ცისკრის ქუჩებს შეეზღუდება.
10-დან 18:00 საათამდე კი, შუქი ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ვარკეთილის II მიკრორაიონის და ქინძმარაულის ქუჩას, რუსთაველის გამზირის ნაწილს, წერეთლის გამზირის ნაწილს, ფიფიას, გორის და ცაბაძის ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში ასევე, აღმაშენებლის ხეივნის მე-10 კილომეტრის, მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, ჩაჩავას, ჭიაურელის და ბელიაშვილის ქუჩებს, ბაბისხევის, 300 არაგველის, ბეთანიის, მთავარანგელოზის, წინანდლის და ბზიფის ქუჩებს, კოლმეურნეობის მოედნის, ფხოვის, ვეკუას, ვაჩნაძის, პუშკინის და ბარათაშვილის ქუჩებს შეეზღუდება.
