ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
17:08 12.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის მე-16 კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ 7 მარტს აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოსული კლდოვანი მასის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალებოდა.


ბეჭდვა