გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახი ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია
17:19 10.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა, რის შედეგადაც ჩატარდა გზის გაწმენდითი სამუშაოები და ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის მოძრაობა აღდგა.
ამავე გზის, მლეთა-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, ხოლო გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

ბეჭდვა