ნინოწმინდაში ,,ეტალონი'' ჩატარდა
 ნინოწმინდაში ,,ეტალონი'' ჩატარდა
15:21 09.03.2018
საქართველოს ეროვნული ინტელექტ- ჩემპიონატის ფარგლებში, "ეტალონის" შემოქმედებითი გუნდი ნინოწმინდის მუნიციპალიტში სტუმრობდა და ინტელექტუალურ შეჯიბრი ახალგაზრდობის ცენტში გამართა.
ნინოწნიმდის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 81 უფროსმა კლასელმა მოსწავლემ საგანმანათლებლო-შემეცნებით მედიაპროექტ „ეტალონში" მიიღო მონაწილეობა.
ნინოწმინდის გამორჩეულ მოსწავლეთა შორის დაძაბული ინტელექტუალური დაპირისპირება მიმდინარეობდა. შეჯიბრში ნინოწმინდის "ეტალონი მოსწავლე" ქალაქ ნინოწმინდის #2 საჯარო სკოლის ( დირექტორი არტიუშ სტამბოლციან) მე -11 კლასის მოსწავლე - ჯემა სეირანიან გამოვლინდა.
თამაშს ესწრებოდნენ როგორც ახალგაზრდების მშობლები, პედაგოგები, გულშემატკივრები, ასევე მუნიციპალიტეტის მერი ანი მოსოიან, საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიან, მერის მოადგილეები - ალექსანდრე მიქელაძე და არტიუშ ტონოიან , ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წაერმომადგენლები.

ბეჭდვა