ადგილობრივი ხელმძღვანელობის ინიციატივით, ქალაქ ნინოწმინდაში ნაციონალური ქადის ტრადიციული
ფესტივალი ჩატარდა.
ტრადიციულ ფესტივალში მონაწილეობა ნინოწმინდის პურ -ფუნთუშეულის საწარმომ, ახალგაზრდულმა ცენტრმა და ნინოწმინდის ხელმარჯვე ქალბატონებმა მიიღეს.
ფესტივალმა გამარჯვებულები გამოავლინა; პირველი ადგილი - პურ - ფუნთუშეულის საწარმოს, მეორე ადგილი - პერჭანუშ კირაკოსიანსა და რუზანნა სირაკანიანს, ხოლო მესამე - აზგანუშ გოგორიანს, ირინა ღარსლიანსა და ახალგაზრდულ ცენტრს ერგოთ. ღონისძიებას ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდან სასულიერო პირები ესწრებოდნენ.ფესტივალის გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
