ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდის კულტურის ცენტრში გამოფენა - კონცერტი
გაიმართა.
ღონისძიებაში სამუსიკო სკოლისა და კულტურის ცენტრის ახალგაზრდა შემსრულებლები და ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენასა და მუსიკის საღამოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე - სუმბატ კიურეღიან, მერის მოადგილე არტიუშ ტონოიან, მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახლგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურის უფროსი ჟორა სნხჩიან სხვა თანამდებობის პირებთან ერთად დაესწრო.
