ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში სასპორტო სკოლის დირექტორის ანდრანიკ ღარსლიანის ინიციატივით
მწვრთნელ თათევოს არზუმანიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სათხილამურო შეჯიბრი ჩატარდა.
შეჯიბრში მონაწილეობა ნინოწმინდის, ბაკურიანის, სრ აშოცკისა და გიუმრის, ბორჯომის, თეთრიწყაროს და სხვა მუნიციპალიტეტების ახალგაზრდა მოთხილამურეებმა მიიღეს. საპატიო, საპრიზო ადგილები სპორტსმენებმა გაინაწილეს.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის სუმბატ კიურეღიანის, მუნიციპალიტეტის მერის - ანი მოსოიანისა და შეჯიბრის ორგანიზატორის, სასპორტო სკოლის დირექტორის ანდრანიკ კარსლიანის თქმით, შეჯიბრის ნინოწმინდაში ჩატარება წინ გადადგმული ნაბიჯია იმისათვის, რომ სათხილამურო შეჯიბრი ყოველწლიურად ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ჩატარდეს.
