ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი TBC Capital-თან ერთად პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში კაპიტალის
ბაზრის განვითარების შესახებ 12 მარტს განხილვას აწყობს.
წარმოდგენილი იქნება კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის შესრულების შეფასება და გაიმართება დისკუსია.
ღონისძიებას დაესწრებიან: ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი ბრუნო ბალვანერა და კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
ღონისძიება 13:30 საათზე დაიწყება.
