თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე მოძრაობა აღდგა
18:22 08.03.2018
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 190-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ მეწყრული პროცესების გააქტიურების გამო, დღეს დილით აღნიშნულ მონაკვეთზე ჩამოვიდა დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.







ბეჭდვა