სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია
15:42 08.03.2018
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მხარეს დიდი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეფერხებულია.
როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსი ხატია მოისწრაფიშვილი აცხადებს, შეფერხების მიზეზი თურქეთის მხარეს ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზია.

„რამდენიმესაათაიანი პარალიზების შემდეგ  მოახერხეს მიმოსვლის აღდგენა. ელექტრონულ სისტემაში არსებული ხარვეზები გამოსწორებულია, თუმცა  სისტემა ახლაც შეფერხებებით მუშაობს.  ამ ეტაპზე შეფერხებით დიდი სატრანსპორტო საშუალებები მოძრაობენ. იმედოვნებენ, რომ უახლოესი საათების განმავლობაში სრულად გამართავენ ელექტრონულ სისტემას და მოძრაობა სრული დატვირთვით აღდგება“,- განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.


ბეჭდვა