გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აზერბაიჯანული დელეგაცია ეწვია
 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიას აზერბაიჯანული დელეგაცია ეწვია
14:40 08.03.2018
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიას აზერბაიჯანელი კოლეგები ეწვივნენ და ლაბორატორიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ადგილზე მოინახულეს.
შეხვედრის მიზანი იყო სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა, სხვადასხვა აპარატურისა და მეთოდების ვალიდაცია-ვერიფიკაციის შესახებ პრაქტიკული ინფორმაციის მიღება. ასევე, დარგის სპეციალობების მიხედვით გამოცდილების გაზიარება. აზერბაიჯანის დელეგაციის წევრების ინტერესის სფერო სურსათის უვნებლობა და გენმოდიფიცირებული მაჩვენებლების კვლევის საკითხები იყო.
მათ დეპარტამენტების უფროსებისგან მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ძირითადი ყურადღება გამახვილდა ლაბორატორიაში დანერგილ და საერთაშორისოდ აკრედიტირებულ კვლევის მეთოდებზე, ასევე, ბიოუსაფრთხოებისა და ხარისხის მართვის სისტემაზე. შეხვედრის დროს მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.



ბეჭდვა