შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მძღოლ ქალბატონებს
ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს.
სამართალდამცველებმა ქალბატონებს თაიგულები გადასცეს და უსაფრთხო მგზავრობა უსურვეს.
ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქცია მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა.
